logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხი გაუმჯობესდა
- +

22 ივლისი. 2016. 13:38



„ქართული ოცნების" ახალმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა „კვირის პალიტრასთან"  ქვეყანში სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ქვეყანში.



 

„ყველა იმ საქმეზე, რაზეც საია-შიც აქტიურად ვმუშაობდი, მათ შორის, 26 მაისის და სანდრო გირგვლიანის საქმეზეც, ვანო მერაბიშვილს ბრალი წარედგინა. შესაძლოა, ზოგიერთ საქმეზე გამოძიება ჩიხში შევიდა, ან საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ მომავალ პარლამენტში მოვითხოვთ პროკურატურისგან მნიშვნელოვან საქმეებზე მეტ ინფორმაციას.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხი გაუმჯობესდა.

 

წინა წლებში  მართლმსაჯულებაში არსებული ყველა ხარვეზი საზოგადოებამ მურუსიძეში გააერთიანა... წარმატებაა, რომ დღეს იუსტიციის საბჭოში პოლიტიკოსებს არ ვუყურებთ, ნებისმიერი პროცესი ღიაა და ხალხს სასამართლოდან დეტალური ინფორმაცია მიეწოდება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner