logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით
- +

24 ივლისი. 2021. 12:46

 

„გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ფაიზერის“ ახალი დოზებით ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.

 

„შაბათს, უკვე 12 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია მიღებულ დოზებზე და უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება ორშაბათს. ვაქცინაცია ჩატარდება 37 სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე სხვა რაიონულ და რეგიონულ ცენტრებში, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს აირჩიოს გეოგრაფიულად მისთვის ხელმისაწვდომი ლოკაცია. გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

რამდენიმე საათის წინ, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. დღესვე, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა.

 

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეიდან, 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner