logo_geo
eng_logo
ციციშვილის კლინიკაში, სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე მყოფი ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა და აპარატიდან მოხსნილია
- +

24 ივლისი. 2021. 12:50

 

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე მყოფი ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა და აპარატიდან მოხსნილია.

 

მაია ჩხაიძე აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში ადგილები აღარაა.

 

„გუშინ საღამოს შემდეგ ადგილები აღარ გვაქვს, პრაქტიკულად, გაჩერებული ვართ. 90 ბავშვი წევს და 64 მშობელი. რეანიმაციაში 25 პაციენტია და აქაც გაჩერებული გვაქვს მიღება. 25 პაციენტიდან 18 ჩვილია. აქედან ერთი ჩვილი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე იყო, მოვხსენით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. რასაკვირველია, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ამჟამად სატურაციას და სხვა პარამეტრებს ნორმალურს უჩვენებს. ასე რომ, მდგომარეობა გაუმჯობესებულია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner