logo_geo
eng_logo
მიხელ სარჯველაძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვის ბოიკოტი ამხელს ოპოზიციის პოზიციის მცდარობასა და უსუსურობას
- +

24 ივლისი. 2021. 18:15

 

„2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვის ბოიკოტი ამხელს ოპოზიციის პოზიცის მცდარობასა და უსუსურობას არჩევნების შედეგებთან მიმართებით“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ფინალურ ეტაპზეა გასული დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და რეალურად ყველა ზომა მიღებულია, შესწავლილია ყველა კითხვა, თუკი ვინმეს შეეძლო არჩევნებთან დაკავშირებით დაესვა და ცნობილია, რომ არ დადასტურდა არჩევნების გაყალბების ფაქტი. კომისიის დასკვნის განხილვის პროცესში არ მონაწილეობა და ბოიკოტი ამხელს მათი პოზიციის მცდარობასა და უსუსურობას არჩევნების შედეგებთან მიმართებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, კომისიის დასკვნის წარდგენასა და შემუშავებაში ჩაერთოს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner