ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება. ამის შესახებ BBC იუწყება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი კვირას შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს. ამიტომ პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები.
BBC-ის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავიარეისების და სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუნი 146 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმას და წყალდიდობებს გამოიწვევს.