logo_geo
eng_logo
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში
- +

25 ივლისი. 2021. 02:07

 

“ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დაშავებული მძიმედაა” – ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, მესხიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 25 წლის გოგოს დაეჯახა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

 

დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

 

“კლინიკა რუსთავი”-ს გადაუდებელი განყოფილების ექიმი გიორგი მოდებაძე ინფო რუსთავთან აცხადებს:

 

 “პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები.“

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner