logo_geo
eng_logo
გაერო-ს ახალი გენერალური მდივანი სავარაუდოდ ანტონიო გუტერესი იქნება
- +

22 ივლისი. 2016. 14:06



გაერო-ს ახალი გენერალური მდივანი სავარაუდოდ პორტუგალიელი ანტონიო გუტერესი იქნება.  euroline.ge წერს, რომ  გუტერესი ლიდერობს გაერო-ს გენმდივნის შესარჩევად ჩატარებულ არაფორმალურ კენჭისყრაში.

გაერო-ს გენერალური მდივნის შესარჩევ კონკურსში ასევე მონაწილეობენ სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი დანილო ტურკი და ბულგარელი ირინა ბოკოვა, რომელიც ამჟამად იუნესკო-ს ხელმძღვანელობს.

მოქმედ გენერალურ მდივან ბან კი მუნს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა 2016 წლის ბოლოს ეწურება. ბან კი მუნი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით იმყოფება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner