logo_geo
eng_logo
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სატვირთოს საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის დამალული მიგრანტი აღმოაჩინეს
- +

25 ივლისი. 2021. 12:21

 

 

„სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავეს“, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.თ.-ს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, ე.თ.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა ი.ი., რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

ორივე მათგანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საკონტროლო გამტარი პუნქტი „ვალეს" გავლით ცდილობდნენ.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner