ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა კორეელი ბაულ ანი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
იქამდე, მან ისრაელის წარმომადგენელს - ბარუხ შმაილოვს სძლია და ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში დაიმკვიდრა ადგილი.
მარგველაშვული -66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე წარადგენს, იხილეთ ამ ბმულზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.