logo_geo
eng_logo
დაბინძურება და ანტისანიტარია სანაპირო ზოლზე
- +

25 ივლისი. 2021. 20:54

 

 

სოციალურ ქსელში გვერდი “ქალაქის პრობლემები” ურეკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც სურათებიდან ირკვევა, სანაპირო ზოლი დაბინძურებულია და იქ ანტისანიტარიაა.

 

“პრაიმტაიმი” ურეკში მყოფ დამსვენებელს ესაუბრა. მისი თქმით, სანაპიროს დაბინძურება ძლიერმა შტორმმა გამოიწვია.

 

“შტორმი იყო ძალიან ძლიერი, ზღვამ უამრავი ნაგავი გამორიყა. ისე, ყოველ დილას 07:00 საათზე მთელი სანაპირო ზოლი სუფთავდება. ასეთი ხასიათი აქვს ზღვას – ჩვენ, ადამიანებმა რაც ჩავყარეთ, ის დაგვიბრუნა.” – ამბობს ნინო კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner