logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კახა კალაძესთან ტანდემში ვუძღვებოდით პარტიის განვითარების პროცესს
- +

25 ივლისი. 2021. 23:25

 

 

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა როგორ დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ნოესთან“ ისაუბრა.

 

„მე ვიყავი ჩართული 2012 წელს პროცესებში, ოღონდ მაშინ ვიყავი ერთ-ერთი კონსულტანტივით, როდესაც საარჩევნო პროგრამა იწერებოდა. მახსოვს, მაშინ პრეზენტაცია გავაკეთე და ბატონი ბიძინაც ესწრებოდა იმ ღონისძიებას და მაშინ მახსოვს, რომ ჩემი CV მოითხოვა, დაიტოვა. იმის მერე დიდი დრო გავიდა. 2014 წლის ბოლომდე არანაირი შეხება აღარ მქონია და ამის შემდეგ მივიღე წინადადება აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით“, - იხსენებს კობახიძე.

 

მისი თქმით, წინადადების მიღება გაუკვირდა, რადგან პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ამასთან ერთად გაუხარდა და აქტიურად ჩაება და შემდეგი 2 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გაძლიერებაზე დაიწყო მუშაობა. კობახიძე იხსენებს, რომ ამ პერიოდში ძალიან საინტერესო იყო კახა კალაძესთან თანამშრომლობა.

 

„შემდეგ იყო ორწლიანი საინტერესო პერიოდი, როდესაც დაკავებულები ვიყავით განვითარებით. პარტია მაშინ მოშლილი იყო, სტრუქტურები, რეგიონული ორგანიზაციები პრაქტიკულად არ არსებობდა და დავიწყეთ პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა. თავიდანვე იყო ძალიან კარგი გუნდი. პირველ რიგში გამოვყოფ კახი კალაძის როლს, რომელიც მაშინ გენერალური მდივანი იყო და ჩვენ ტანდემში ვუძღვებოდით პარტიის განვითარების პროცესს. მასთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული და ძალიან საინტერესო. ის იმით გამოირჩეოდა, რომ ბევრი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ყოველთვის ძალიან ობიექტური ინტერესებით იღებდა გადაწყვეტილებებს, არ დებდა თავის სუბიექტურ ინტერესებს არცერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს საკადრო თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებები და ასეთ დროს ძალიან კომფორტულია მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner