logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ერთიანობითა და გუნდში მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით სირთულეების დაძლევას
- +

26 ივლისი. 2021. 00:05

 

 

„გუნდი არის არამარტო ერთიანი, არამედ მეგობრული,“ - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ღიმილის მომგვრელია“ საუბრები იმაზე, თითქოს მმართველი გუნდის წევრებს შორის უთანხმოება არსებობს.

 

„ჩვენ გვყავს გამორჩეული ლიდერები. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაც არის, რომ ბოლომდე გავუმაგროთ ზურგზე. ყველაზე მეტი მასზეა დამოკიდებული, ის არის მთავრობის ხელმძღვანელი, ხელისუფლებაში პირველი პირი პოლიტიკური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, გუნდის პირველი ამოცანაა გაუმაგროს მას ზურგი. ასევე, რაც შეეხება კახის, ახლა არის ისეთი პერიოდი, როდესაც მისი მერად მუშაობის ოთხწლიანი ფაზა სრულდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის მიღწევები, რაც მართლა შთამბეჭდავია, ბოლომდე წარმოვაჩინოთ. გუნდი არის არამარტო ერთიანი, არამედ მეგობრული. აქ შედის, რა თქმა უნდა, კახა კუჭავა, პოლიტსაბჭოს წევრები, ყველა ერთად. ეს არის ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოიარა ამ წლების განმავლობაში, უამრავი სირთულე გამოიარა. იყო არაერთი კრიტიკული, ძალიან მძიმე მომენტი, თუმცა ზუსტად ამ ერთიანობითა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით საბოლოო ჯამში წინ წასვლასა და სირთულეების დაძლევას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner