logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მინდა ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო
- +

26 ივლისი. 2021. 00:58

 

 

ირაკლი კობახიძემ თქვა, როგორი წარმოუდგენია მომავლის საქართველო. ამ თემაზე მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

 

„მინდა საბოლოო ჯამში ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო, მათ შორის გარე საფრთხეები იგულისხმება, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი, სადაც არის ცივილიზებული გარემო, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებს შორის. ეს არის ის, რაც ალბათ ყველას გვსურს და ასეთი წარმომიდგენია საქართველო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner