logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს
- +

26 ივლისი. 2021. 01:28

 

 

ირაკლი კობახიძემ განმარტა რა ვითარება იყო „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, მისი წინამორბედის რესურსი გამორჩეული იყო.

 

„ეს იყო ძალიან რთული მომენტი. ბიძინა ივანიშვილი 2011 წლიდან იყო მოძრაობის ლიდერი და მას მთელი გუნდისგან განსხვავებული რესურსი ჰქონდა, რაც უკავშირდებოდა მათ შორის იმას, რომ 2012 წელს სწორედ მან შემოიტანა გარდატეხა პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებში, გარდა ამისა ქველმოქმედება - უამრავი რამ აქვს მას გაკეთებული საქართველოში. შესაბამისად, მისი რესურსი იყო გამორჩეული და ამასთან ერთად ხაზი უნდა გაესვას მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს.

 

რამდენჯერმე ვთქვი და ისევ ვიტყვი, რომ ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, მინიმუმ 7-8 სვლა ჰქონდა გათვლილი, რაც საკმაოდ რთული რამ არის. როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს. ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, როდესაც ჩვენ მოგვიწია ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც დაკავშირებული იყო მელიას დაკავებასთან. ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა. ისეთი გუნდი, სადაც უზრუნველყოფილია ინტერესების სწორი გატარება. და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner