logo_geo
eng_logo
ტუნისის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა
- +

26 ივლისი. 2021. 02:31

 

 

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ტუნისის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

ტუნისის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას თავად უხელმძღვანელებს.

 

„მრავალი ადამიანი მოატყუეს თვალთმაქცობით, ღალატითა და ხალხის უფლებების ძარცვით. მე ვაფრთხილებ ყველას, ვინც ფიქრობს იარაღის გამოყენებას და ვინც ისვრის ტყვიას, შეიარაღებული ძალები ტყვიებით უპასუხებენ“, – აღნიშნა კაის საიედმა.

 

ათასობით ტუნისელმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართა. დემონსტრაციები მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

 

ტუნისის პარლამენტის სპიკერი რაშედ ღანუჩი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა კონსტიტუციის წინააღმდეგ გადატრიალება დაიწყო. თავად კაის საიედი ამბობს, რომ მისი ქმედებები ქვეყნის კონსტიტუციის მე-80 მუხლთან არის თანხვედრაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner