logo_geo
eng_logo
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს
- +

26 ივლისი. 2021. 10:08

 

პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.

 

საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა.

 

საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარეს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვით დაამტკიცებენ.

 

კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ვერც ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმა. გია ცაცაშვილის, ლელა ტალიურის, თამარ სართანიასა და მაია ზარაძის კანდიდატურებს პარლამენტი ასევე მესამედ უყრის კენჭს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner