ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან საქართველოს 245 000 პირი გათავისუფლდება და ჯამში, დაახლოებით, 76 მლნ-მდე ლარის ოდენობის ჯარიმა ჩამოიწერება.