logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა - ინფიცირების რაოდენობა გაორმაგდა
- +

26 ივლისი. 2021. 11:29

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

 

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აქციების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა. პრემიერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო ორ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი. რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა აქციების შემდეგ - ინფიცირების რაოდენობა გაორმაგდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას ნებისმიერ შეკრებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner