logo_geo
eng_logo
გია არაბიძე: გაზპრომთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დასრულდება საქართველოსთვის!
- +

5 მარტი. 2016. 21:02

 

 

ექსპერტი გია არაბიძე  გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს. არაბიძე მთავრობის მუშაობით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ქვეყნისთვის წარმატებით დასრულება.



გაზპრომთან მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა. მაგრამ, სამომავლოდ გარკვეული საკითხები ისევ გადასალახი გვაქვსდადებითად მინდა შევაფასო ჩვენი მთავრობის მუშაობა ამ პერიოდში და დარწმუნებული ვარ მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი საქართველოსთვის წარმატებით დასრულდება."-განაცხადა გია არაბიძემ.


ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკება ფაქტიურად მიღწეულია, მხოლოდ კონტრაქტზე ხელმოწერა დარჩა. მინისტრის თქმით საქართველო წელს, ისევ, ბუნებრივი აირის სახით გატარებული მოცულობის 10 პროცენტს მიიღებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner