logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი, რამაც მოგვცა საშუალება, ჩვენი მოსახლეობისთვის არაერთი პროგრამა დავაფინანსოთ
- +

26 ივლისი. 2021. 11:30

 

„ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი, რამაც მოგვცა საშუალება, ჩვენი მოსახლეობისთვის არაერთი პროგრამა დავაფინანსოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო ზრდა გვაქვს.

 

„ჩვენ ყველაფერი გავხსენით და რამდენიმე თვეა ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი ზრდა აპრილის თვეში, 30%-იანი ზრდა მაისში, 18%-იან ზრდას ველოდებით ივნისში. პრაქტიკულად 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს პირველ ექვს თვეში. რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არცერთი ლარი, არცერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. მეტიც, მოგვეცა საშუალება და ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი. რამაც მოგვცა საშუალება, არაერთი პროგრამა დავაფინანსოთ ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner