logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყება
- +

26 ივლისი. 2021. 12:23

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროგრამაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.

 

„მოსახლეობას შევპირდით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსებაში გვექნებოდა დახმარება. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც, რომ მნიშვნელოვანესი რესურსები გამოყოფილიყო. ეს არის საკითხი, რომელიც ალბათ, სოფლად მცხოვრებ ყველა მოსახლეს აღელვებს. ყოველი შეხვედრისას ჩვენთან სოფლის მცხოვრებლები სვამდნენ ამ საკითხს, რომ მეტად ხელმისაწვდომი ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 10-წლიან გეგმაშიც გაითვალისწინა, რომ ყოველწლიურად გვექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება იმისთვის, რომ დეფიციტი, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კუთხით, აღმოიფხვრას.

 

ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ბადებს ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანის საჭიროებას. ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი, ეს თანამედროვე მექანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ჩვენ უკვე 1 სექტემბრიდან ვიწყებთ განაცხადების მიღებას 50 მილიონიან პროგრამაზე, ამ მასშტაბის თანადაფინანსება არასდროს ყოფილა, ეს იქნება უპრეცედენტოდ დიდი დახმარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის იმისთვის, რომ მათ თანამედროვე, ახალი სასოფლო-სამეურნერო ტექნიკა შეიძინონ. აქ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, გრანტი იქნება 35%-ის ოდენობით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner