„ჩვენს მოსახლეობას შევპირდიით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსებაში გვექნებოდა დახმარება. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც, რომ მნიშვნელოვანი რესურსები გამოყოფილიყო. ესარის საკითხი, რომელიც ალბათ სოფლად მცხოვრებ ყველა ადამიანს აღელვებს“, - აამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ 10-წლიან გეგმაში გაითვალისწინა, რომ ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინასება გვექნება იმისთვის, რომ ამ კუთხით არსებული დეფიციტი აღმოიფხვრას.
„ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ახალი სასოფლო--სამეურნეო ტექნიკის შემოყვანის საჭიროებას ბადებს საჭიროებას. ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი და ეს თანამედროვე მექანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, 1-ელი სექტემბრიდან ვიწყებთ განაცხადების მიღებას 50-მილიონიან პროგრამაზე. ასეთი მასშტაბის თანადაფინასება არასდროს ყოფილა. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი დახმარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რათა მათ შეიძინონ თანამედროვე, ახალი ტექნიკა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა