logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობამ“ და პაპუაშვილმა რომელიმე მოსამართლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელონ
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 ივლისი. 2016. 15:06


 

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე მინიშნებაც ზეწოლას და შანტაჟს წააგავს.




„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ოთარ ჭითანავამ, მერაბ ტურავამ, ლალი ფაფიაშვილმა და ზაზა თავაძემ განაცხადეს, რომ ისინი უარყოფენ რაიმე ზეწოლას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით და გამორიცხავენ მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან  რაიმე შანტაჟსა თუ თვალთვალს,  - გიორგი პაპუაშვილის მიზანი და არსი ნათელი გახდა.

 

  პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე მინიშნებაც გარკვეულ  შანტაჟს წააგავს. 

 

ყველამ კარგად იცის, რომ „ნაცმოძრაობის" ზონდერებს პირადი ცხოვრების კადრების დუბლიკატები წაღებული აქვთ საქართველოდან და თუკი სააკაშვილმა და მისმა ხელქვეითმა პაპუაშვილმა დაინახეს, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, გამორიცხული არაა, რომელიმე მოსამართლის შესახებ გაავრცელონ კიდეც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რასაც შემდეგ ხელისუფლებას დააბრალებენ", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner