logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის დროის ხელყოფა - მომხდარზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება
- +

26 ივლისი. 2021. 13:46

 

„ყოვლად მიუღებელია ზოგადად, საერთაშორისო სიმბოლიკის ხელყოფა და ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირის დროში მიმართ - რა თქმა უნდა, ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „რადიკალურმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის დროშის დაწვის კამპანია დაიწყეს“.

 

როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტს გმობს.

 

„შეგახსენებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ფლაგმანი ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის თვალსაზრისით. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2014 წელს, ხელი მოეწერა ასოცირების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, 2017 წელს კი ვიზალიბერალიზაცია მოხდა. ჩვენ ვართ 50%-ით მეტით დაახლოებული ევროკავშირის სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობასთან და ძალიან მაღალ შეფასებას იღებს ჩვენ მიერ ასოცირების ვალდებულების შეფასება ყველა საერთაშორისო ფორმატში. რასაკვირველია, ამ ფაქტს ვგმობთ, მიუღებელია და იქნება ადეკვატური სამართლებრივი პასუხი“, - განაცხადა თურნავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner