logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სასწავლო ცენტრმა და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
- +

26 ივლისი. 2021. 14:07

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, ერთობლივი სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა სახის  პუბლიკაციების მომზადებას და გამოქვეყნებას,  აქტუალურ თემებზე  სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას და  ერთობლივი კვლევების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

როგორც სასწავლო ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი და საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობა იგეგმება. ამასთანავე, ეროვნული ბიბლიოთეკა სასწავლო ცენტრს საბიბლიოთეკო სისტემის გამართვის და კატალოგის მომზადების მიმართულებითაც დაეხმარება.

 

სამომავლოდ, სასწავლო ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთმანეთის სასწავლო და სამეცნიერო-ტექნიკური ბაზებით ისარგებლებენ. ასევე,  დაგეგმილია სასწავლო ცენტრისთვის სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის ,,EBSCO“-ს მონაცემთა ბაზაზე წვდომის უზრუნველყოფა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner