2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი მოქალაქეებს დაუბრუნდათ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
„განხილული იყო საკითხი სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, მოქალაქეებს დაუბრუნდათ ავტომობილები. კერძოდ, საუბარია 2010-11 წლებში ფიზიკური პირებისთვის ჩამორთმეულ ხუთ ავტომობილზე.
პროკურატურამ დაადგინა, რომ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე იყო ზეწოლა და ეს მოქალაქეები დაზარალებულად ცნო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქნა მიღებული.