logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მოქალაქეებს 2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი დაუბრუნდათ
- +

22 ივლისი. 2016. 15:07




2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი მოქალაქეებს დაუბრუნდათ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

 

 

 

„განხილული იყო საკითხი სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, მოქალაქეებს დაუბრუნდათ ავტომობილები. კერძოდ, საუბარია 2010-11 წლებში ფიზიკური პირებისთვის ჩამორთმეულ ხუთ ავტომობილზე.

 

პროკურატურამ დაადგინა, რომ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე იყო ზეწოლა და ეს მოქალაქეები დაზარალებულად ცნო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისივე განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქნა მიღებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner