ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ტესტების დეფიციტი არ არის.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანამ ცოტა ხნის წინ შეისყიდა 1 მლნ-მდე ტესტი და უახლოეს მომავალში კიდევ 2 მლნ ტესტის ყიდვა იგეგმება.
„შაბათ-კვირას ტესტების რაოდენობა იკლებს, არა იმიტომ, რომ ტესტების დეფიციტია, არამედ იმიტომ, რომ შედარებით ნაკლები ლაბორატორია მუშაობს და მოქალაქეები ცდილობენ, შაბათ-კვირას არ მივიდნენ ტეტებზე.
ქვეყანაში ტესტების რაოდენობა შეუზღუდავია. ცოტა ხნის წინ შევისყიდეთ 1 მლნ-მდე ტესტი და ასევე იგეგმება 2 მლნ ტესტის შესყიდვა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ სექტემბრამდე უზრუნველყოს სისტემატური ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში არა მხოლოდ სიმპტომურ, არამედ ნებისმიერ სხვა პირებში“,- განაცხადა გაბუნიამ.