logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: დღეს დაიწყო „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი - სულ „ფაიზერზე" ჯავშანი არის 154 621
- +

26 ივლისი. 2021. 14:56

„დღეს დაიწყო „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი. სულ „ფაიზერზე" ჯავშანი არის 154 621,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ ექნებათ.

 

„რეგისტრაციის პროცესი შაბათს დაიწყო, შაბათს, რეგისტრაციის დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს რეგისტრაცია არ დაუდასტურდა. ასეთი იყო შემთხვევები, როდესაც უკვე ვაქცინირებულმა მოქალაქემ სცადა დარეგისტრირება ან პირველი დოზის შემდეგ, სხვა ვაქცინით სცადა დარეგისტრირება. ასეთ შემთხვევებს პროგრამა არ განიხილავს. ბუნებრივია, ასეთ დროს „ფაიზერზე" ჯავშანი არ დასტურდება. დაახლოებით 5 ათასამდე იყო მსგავსი შემთხვევა.

 

დღეს დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა 37 სამედიცინო დაწესებულებაში, მათი დიდი ნაწილი გადავიდა 12 საათიან რეჟიმზე. საათების გაზრდის გამო, შესაძლებელი გახდა კიდევ დამატებითი ადგილების დამატება და ეს პროცესი გაგრძელდება. კვირის მანძილზე კიდევ დაემატება რეგისტრაციის შესაძლებლობა, როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში, ვინაიდან, ჩვენ დღეს პრაქტიკულად გამოსაყენებელი გვაქვს 250 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი დოზები. როგორც მოგეხსენებათ, შუაზე იყოფა. ნახევარი მილიონი დოზა უნდა გავყოთ 2-ზე და ეს არის მოქალაქეების ის რაოდენობა, რომელთა აცრაც შესაძლებელია. ამდენად, 154 621 ადამიანი არის რეგისტრირებული დღევანდელი მდგომარეობით და კვლავაც სადღაც 100 ათასამდე დოზაა კვლავაც გამოსაყენებელი. მინდა აღვნიშნო, რომ ველოდებით მოწოდების გაგრძელებას „ფაიზერთან" ხელშეკრულების ფარგლებში და ეს დოზებიც უკვე მოკლე ხანში ქვეყანაში იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner