logo_geo
eng_logo
ტოკიოს, სადაც ამჟამად ოლიმპიური თამაშები ტარდება, ძლიერი ტაიფუნი „ნეპარტაკი“ უახლოვდება
- +

26 ივლისი. 2021. 15:02

წლევანდელი ოლიმპიური თამაშების ამჟამინდელ დედაქალაქს, ტოკიოს ძლიერი ტაიფუნი „ნეპარტაკი" უახლოვდება. სინოპტიკოსების ცნობით, ის 27 ივლისს უამინდობას გამოიწვევს. ინფორმაციას Kyodo News ავრცელებს.

 

ტაიფუნი, რომელიც წყნარი ოკეანედან 35 კმ/სთ-ს სიჩქარით მოძრაობს, შესაძლოა, იაპონიის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებს, ტოკიოს ჩათვლით, 27 ივლისს დაატყდეს თავს.

 

მეტეოროლოგების ცნობით, ტაიფუნს, სავარაუდოდ, მოჰყვება ძლიერი წვიმები, ქარი, დიდი ზომის ტალღები, ასევე არ არის გამორიცხული მეწყერი და წყალდიდობა.

 

იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ამის გამო, ნიჩბოსნობისა და მშვილდოსნობის შეჯიბრებები გადაიდო. დანარჩენი სპორტული ღონისძიებები გრაფიკის მიხედვით ჩატარდება, თუმცა ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ სწრაფ რეაგირებას მოახდენენ, როგორც კი ამინდი არასასურველი გახდება.

 

https://report.ge/world/olimpiur-tokios-dzlieri-taifuni-uakhlovdeba/

right_banner right_banner
არქივი
right_banner