logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გვაქვს 1,4 პროცენტი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია და არც გაზრდილა
- +

26 ივლისი. 2021. 15:11

„თუ მეცნიერული ანალიზი გვაინტერესებს, ლეტალობის მაჩვენებელი გვაქვს 1,4%, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია და არც გაზრდილა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის შედეგად გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებელი უშუალოდ „დელტას“ შტამის ცირკულირებას არ უკავშირდება.

 

„აბსოლუტურ ციფრებში 26 ადამიანის გარდაცვალება ყველანაირად ძალიან საყურადღებოა, მაგრამ სტატისტიკური ანალიზის კუთხით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ამ მხრივ ვერ აღვწერთ. მეორე არის ის, რამდენად არის კლინიკური მართვის შესაძლებლობა შექმნილი და რაზე მუშაობს კლინიკური ჯგუფი. დღეს კლინიკურ ჯგუფს და კლინიცისტებს შემთხვევების მართვის გამოცდილება ბევრად უკეთესი აქვთ, ვიდრე ეს გვქონდა „მესამე ტალღის“ დროს. ასევე არის ყველა მედიკამენტი ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს. ინვაზიური, არაინვაზიური აპარატები კლინიკებს აქვთ ყველგან. ასე რომ კლინიკური მართვის შესაძლებლობები მაქსიმალურად არის შექმნილი. რას უკავშირდება ყოველდღე ამდენი ადამიანის გარდაცვალება, იქნება ეს 20 თუ 26 შემთხვევა, ეს უკვე ინდივიდუალური შემთხვევების ანალიზს საჭიროებს და ამ მიმართულებითაც მუშაობს კლინიკური ჯგუფი. თუმცა, რომ გითხრათ რაღაცნაირად „დელტას“ შტამმა გამოიწვია მაინც და მაინც გაზრდილი ლეტალობა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ“,- განაცხადა გაბუნიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner