საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.
„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. ლაშა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს რიოში – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.