logo_geo
eng_logo
თურქეთის იუსტიციის მინისტრი საჭიროდ არ მიიჩნევს ევროკავშირის პოზიციის გათვალისწინებას
- +

22 ივლისი. 2016. 15:17



თურქეთის იუსტიციის მინისტრი საჭიროდ არ მიიჩნევს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის გათვალისწინებას.

ბექირ ბოზდაგმა ტელეკომპანია CNN Turk-ის ეთერში განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თურქულ კანონმდებლობას და არა ევროკავშირის სურვილს.


როგორც რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ევროპელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ, განაცხადეს, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ის სიკვდილით დასჯას იყენებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner