logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რა ტანმაღალი?! ვინ სიროსი?!
- +

26 ივლისი. 2021. 16:47

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, შვილებზე და ოჯახის წევრებზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის თვალთვალს ეხმაურება. ჟურნალისტები სიუჟეტში „ტანმაღალ ჯიპს“ და „ტანმაღალ ღობეს“ ახსენებენ.

 

„შორეულ ბავშვობაში ჩემზე სამი წლით უფროსმა მეზობელმა სიმაღლე დამიწუნა, - რა დაბალი ხარო.

 

სიმაღლით ვერც თვითონ დაიკვეხნიდა. ამიტომ მივუბრუნდი და ვუპასუხე: "შენ ხომ ხარ საროს ტანისა!"

 

გაკვირვებულმა მკითხა: "ვინ სიროსი?!"

 

სირო, მოგეხსენებათ, კაცის სახელია, სიროჟას შემოკლებული ვარიანტი. ჩვენს სამეზობლოში ორ კაცს ერქვა. (ლანძღვა "შე სირო!" ბავშვობაში არც კი მსმენია). არც ერთი მათგანი დიდი სიმაღლით არ გამოირჩეოდა და, ვიფიქრე, ამიტომ გაუკვირდა. არადა, მართლა გულწრფელად დაინტერესდა, ვინ სიროს "ვადარებდი", რადგან საერთოდ არ იცოდა, რა იყო "სარო".

 

ამ ტანმაღალ ჯიპზე, ტანმაღალ ღობეზე და ტანმაღალ ნაძვებზე გამახსენდა და, რაკი იმ ჩემი მეზობლისგან განსხვავებით, რომელსაც იმ დროისთვის სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული და, საერთოდ, საშუალო სკოლის გარდა არსად უსწავლია, თქვენ კი უმაღლესი განათლება გაქვთ, მეც ვ“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner