logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
- +

26 ივლისი. 2021. 17:01

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

 

მერიაში  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ/ქართლის კოორდინატორმა ვასილ ღვინიაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს  მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებით სარეკომენდციო ინსტრუქცია გააცნეს.

 

როგორ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის მომზადების ვადები, ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი, საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემაზე უარის თქმა და სხვა.

 

შეხვედრაზე დასმულ კითხვებს გაეცა პასუხები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner