logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მტკიცდება, რომ არჩევნების გაყალბებაზე ოპოზიციის პრეტენზიები იყო ყალბი - მიზანი იყო, რომ არადემოკრატიული გზით ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება
- +

26 ივლისი. 2021. 17:20

 

 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირდაპირ მტკიცდება, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიები იყო ყალბი.

 

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ფაქტებია წარმოდგენილი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

 

„როცა საუბარი ეხებოდა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას, ეს იყო აღქმებში გაყალბებული არჩევნები. პირდაპირ მტკიცდება, რომ ოპოზიციის პრეტენზიები იყო ყალბი. ოპოზიციის ერთადერთი მიზანი იყო, შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ამ ტალღაზე არადემოკრატიულად ხელისუფლება მიეთვისებინათ. საჯაროდ გვესმოდა სახალხო მღელვარებისა და რევოლუციების დაანონსება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ და ახლა საჯაროდ, დოკუმენტურად, დამტკიცებულად არის ფაქტები წარმოდგენილი, რომ გაყალბებული არჩევნების ჯაჭვი იყო ცრუ. ამის მიზანი იყო, არადემოკრატიული გზით ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner