logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ერთადერთი პრეტენზიაა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატების გამოცდილება უკავშირდება ცესკო-ს, რაც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფაა
- +

26 ივლისი. 2021. 17:22

 

 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფარისევლობაა, როცა ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსზე საუბრობს, რადგან მათი პოზიცია იყო, რომ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ.

 

საქართველოს პირველ არხთან პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებულ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებს უნდობლობას უცხადებს.

 

პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპონენტები 19 აპრილის შეთანხმებას არღვევენ.

 

„ოპოზიცია ორივე კანდიდატურას იწუნებს და მხარს არ უჭერს. თუ არც ერთ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერდით, ცესკო-ს ვერ დავაკომპლექტებდით, მით უმეტეს, თავმჯდომარეს. ასეთ შემთხვევაში, რას ვიღებდით? – ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე შეასრულებდა. ეს არის ფარისევლობა, რაზეც ისინი საუბრობენ. სინამდვილეში, გეგმაა, რომ ოპოზიციური მოადგილე ყოფილიყო, რომელიც თავმჯდომარის მოადგილეს შეასრულებდა. ოპოზიციის ერთადაერთი პრეტენზიაა, რომ კანდიდატების გამოცდილება უკავშირდება ცესკო-ს, რაც შეურაცხყოფაა საჯარო მოხელეების. გამოდის, რომ ეს არის საარჩევნო მოხელეების მიმართ დამღის დადება, რომ თითქოს, მათ მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენი ოპონენტები 19 აპრილის შეთანხმებას არღვევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის არჩეული გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ჩავარდა. მეოთხე კენჭისყრა 2 აგვისტოს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner