logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სააკაშვილი დღესაც ბოროტი და სულელია, ოღონდ ერთი ტიტული დაიმატა - მაწანწალა!
- +

26 ივლისი. 2021. 18:06

 

 

სააკაშვილი ჩემთვის არც 2003 წელს იყო მისაღები, არც - 2000 წელს, არც - 1995 წელს, არც - 1992 წელს!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალიო?!

 

სააკაშვილი ჩემთვის არც 2003 წელს იყო მისაღები, არც - 2000 წელს, არც - 1995 წელს, არც - 1992 წელს!

 

ვიცოდი, რომ ბოროტი სულელი იყო და იმიტომ!

 

დღესაც ბოროტი და სულელია, ოღონდ ერთი ტიტული დაიმატა - მაწანწალა!

 

ღარიბაშვილის ნაციონალობა იმ ფონზე, როცა მელია ამბობს, 2014 წლამდე ნაციონალებთან არაფერი მაკავშირებდა და პარტიის წევრიც არ ვიყავიო, - ძალიან სასაცილოა!

 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის კომპრომატად ნაციონალობას წარმოგვიდგენენ... ნაციონალები!

 

კომპრომატი ყოფილა ის, რაც თვითონ იყვნენ და არიან დღესაც!

 

აბა, რატომ ხართ?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner