“სააკაშვილი ჩემთვის არც 2003 წელს იყო მისაღები, არც - 2000 წელს, არც - 1995 წელს, არც - 1992 წელს!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალიო?!
სააკაშვილი ჩემთვის არც 2003 წელს იყო მისაღები, არც - 2000 წელს, არც - 1995 წელს, არც - 1992 წელს!
ვიცოდი, რომ ბოროტი სულელი იყო და იმიტომ!
დღესაც ბოროტი და სულელია, ოღონდ ერთი ტიტული დაიმატა - მაწანწალა!
ღარიბაშვილის ნაციონალობა იმ ფონზე, როცა მელია ამბობს, 2014 წლამდე ნაციონალებთან არაფერი მაკავშირებდა და პარტიის წევრიც არ ვიყავიო, - ძალიან სასაცილოა!
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის კომპრომატად ნაციონალობას წარმოგვიდგენენ... ნაციონალები!
კომპრომატი ყოფილა ის, რაც თვითონ იყვნენ და არიან დღესაც!
აბა, რატომ ხართ?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.