logo_geo
eng_logo
ფრიდონ ინჯია: როდესაც არჩევნები ყალბდება, ხალხი მის დასაცავად გამოდის, მაგრამ ამ არჩევნებზე ხალხი არ გამოვიდა, რადგან დასაცავი არაფერი იყო
- +

26 ივლისი. 2021. 18:26

 

 

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ამაში ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში მუშაობისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

 

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი, პირველები ვიყავით, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც პარლამენტში შემოვედით და ჩვენთვისაც საინტერესო იყო თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. როდესაც ჩვენ შემოვდიოდით პარლამენტში ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. გაყალბებული არჩევნებით ჩვენ არ შემოვსულვართ. სწორედ ამ კომისიაში მუშაობისას მე და ჩემი პოლიტიკური ჯგუფის წევრები დავრწმუნდით, რომ არჩევნები მართლაც არ გაყალბებულა. როდესაც არჩევნები ყალბდება ხალხი მის დასაცავად გამოდის. დესტრუქციულ პარტიებს ნამდვილად უნდოდა ხალხის გამოსვლა, მაგრამ ხალხი არ გამოვიდა, იმიტომ რომ დასაცავი არაფერი იყო. აღნიშნულ პარტიებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებები შერჩათ“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

 

პარლამენტის წევრმა რადიკალური ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა და დეპუტატებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივით მიმართა.

 

 „დამერწმუნეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ თუ წინასწარ შეიქმნება ასეთი საგამოძიებო კომისია, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მის მუშაობაში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner