logo_geo
eng_logo
რუსთავში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს
- +

26 ივლისი. 2021. 18:30

 

 

რუსთავში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. პროცესში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პედაგოგები და ადგილზე მოქმედი საწარმოების თანამშრომლები ჩაერთნენ.

 

კლინიკა „რუსთავში“ პროცესს პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე, დავით იშხნელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი.

 

ქალაქის მასშტაბით, ვაქცინაციას 4 სამედიცინო დაწესებულებაში, 9 ამცრელი ბრიგადა ახორციელებს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და დღეიდან უკვე, „ფაიზერითაც“ მიმდინარეობს.

 

მასობრივი ვაქცინაცია, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. ამ ეტაპზე , ქვემო ქართლის მასშტაბით 13 000-ზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული. რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner