logo_geo
eng_logo
№ 143 საბავშვო ბაღს რეკონსტრუქცია უტარდება
- +

22 ივლისი. 2016. 15:44



ნაძალადევის რაიონში ხორნაბუჯის ქუჩის № 21-ში მდებარე № 143 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული ფლიგელის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.


როგორც მერიაში აცხადებენ, გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, შიდა სივრცის მოწყობაც დაგეგმილია. ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება.


№ 143 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ახალ შენობაში დაიწყებენ. სამუშაოები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.


მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 7-ჯგუფიან ბაღს კიდევ 3 ჯგუფი დაემატება. №143 ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 164 000 ლარს შეადგენს.


მერიის განცხადებით, თბილისის კიდევ ერთ -  №196 ბაგა-ბაღში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner