logo_geo
eng_logo
- +

26 ივლისი. 2021. 19:05

 

 

მარტოხელა მამებს სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ და მათზე ყველა ის მხარდამჭერი სახელმწიფო ბერკეტი იმოქმედებს, რაც მარტოხელა დედების შემთხვევაში მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭომ იმსჯელა. მათ მარტოხელა მშობლის სტატუსის გაფართოებასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყეს.

 

„დღესდღეობით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ადამიანების ძალიან ვიწრო წრეს ფარავს, მათ შორის, არ ფარავს მარტოხელა მამებს და ვრცელდება მხოლოდ დედებზე, გამომდინარე იმ კონკრეტული კრიტერიუმებიდან, რის მიხედვითაც ამ სტატუსის მინიჭება ხდება. ასევე, არ ფარავს ბევრ სხვა შემთხვევას, რომელიც, გარკვეულწილად, განპირობებულია საზოგადოებაში მარტოხელა მშობლის სტიგმატიზებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner