26 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის დათურქეთის (ართვინი) ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.
მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქისცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.
ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა,ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.
ფესტივალი გრძელდება აბაშის, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.ფესტივალის გალა კონცერტი მარტვილში 30 ივლისს 19:00 საათზე გაიმართება.