logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შეეშვას მედია პოლიტიკას, პოლიტიკაში ყოფნა თუ უნდათ, 2 ოქტომბერს არჩევნებია, ნებისმიერ მედიაორგანიზაციას შეუძლია გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად - ვნახოთ მერე, ვისი სიტყვა აჯობებს
- +

26 ივლისი. 2021. 19:07

 

 

„შეეშვას მედია პოლიტიკას, პოლიტიკაში ყოფნა თუ უნდათ, 2 ოქტომბერს არის არჩევნები, ნებისმიერ მედიაორგანიზაციას შეუძლია გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად და ოფიციალურად დარეგისტრირდეს,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში მედიამენეჯერების გამოსახულებით პლაკატების გაკვრის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

 

მისი თქმით, მსგავსი პლაკატები მიუღებელია, თუმცა, კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ორმაგი სტანდარტები.

 

„ასეთ პლაკატებს ეშველება, ჩამოიხსნება, მაგრამ ორმაგი სტანდარტი თუ დამკვიდრდება, ეს ზოგად განწყობას ცვლის და ორმაგი სტანდარტია, როცა არანაკლები და უფრო მეტი სიმძაფრის პლაკატებსაც ვხედავდით, ვნახეთ ოჯახის წევრებზე, მათ შორის, არასრულწლოვან წევრებზე როგორ მიდის თვალთვალი. ეს ყველაფერი რომ ორმაგ სტანდარტში ექცევა, ეს არის სამწუხარო. ამიტომ მედიამ თავის ნიშა უნდა დაიბრუნოს, შეეშვას პოლიტიკას, ან კი ბატონო, იყოს პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა თუ უნდათ, 2 ოქტომბერს არის არჩევნები და ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის, მედიაორგანიზაციას შეუძლია გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად, ოფიციალურად დარეგისტრირდეს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის, დაჯდეს ჩვენთან დებატებში და ვნახოთ მერე, ვისი სიტყვა აჯობებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner