logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: მთავრობა არ აპირებს ლატარიის კომპანიისათვის ვალის პატიებას
- +

22 ივლისი. 2016. 15:59


 

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია მზად არის და ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ახალ ტენდერს გამოაცხადებენ.

 

„ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებით, უკვე გამზადებული გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია და ვფიქრობთ, რომ უახლოს მომავალში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ და შემოვიყვანთ კარგ ინვესტორს", - ამბობს ნოდარ ხადური.


მისივე თქმით, მთავრობა არ აპირებს ლატარიის კომპანიისათვის სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალის პატიებას.


„რაც შეეხება ამ კომპანიას, არავინ  აპირებს თანხის პატიებას. ჩვენ ვსწავლობთ ყველაფერს. ამ თემაზე რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამის სტრუქტურებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ სფერო, რომელშიც შესაძლებელია, რომ შეიქმნას დამატებული ღირებულება და ჩადგეს გარკვეული მიმართულებების სამსახურში, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული", - ამბობს ხადური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner