logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: NATO-ს სურს, თავის რიგებში სულ უფრო მეტი ქვეყანა ჩართოს და ამით ისინი რუსეთს დააშოროს
- +

22 ივლისი. 2016. 16:01



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვლადიმირის ოლქში ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-ს სურს, თავის რიგებში სულ უფრო მეტი ქვეყანა ჩართოს და ამით ისინი რუსეთს დააშოროს.

 

„მათ უარი თქვეს ჩვენს შეთავაზებაზე უსაფრთხოების ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ: უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვების ნაცვლად. ამის მაგივრად, მათ სურთ, NATO-ში სულ უფრო მეტი ქვეყანა ჩართონ, ისინი რუსეთს დააშორონ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.


სერგეი ლავროვის თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ წაახალისა 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის ქმედებები.


„2008 წელს ბუქარესტში NATO-ს სამიტზე ხანგრძლივი დავის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, გაუგზავნონ თუ არა ოფიციალური მოწვევა საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ალიანსში გაწევრიანების პროგრამა დაიწყონ. ფორმალური, იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა მათ ამის კომპენსაცია მოახდინეს საბოლოო დოკუმენტში პოლიტიკური ფრაზით - NATO-ს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ში იქნებიან. ყველაფერი ეს 2008 წლის აპრილში მოხდა, ხოლო უკვე აგვისტოში სააკაშვილმა ასეთი დაპირების გამო თავი დაკარგა და მან ცხინვალზე, რუს და ოს მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა. NATO-ს წამახალისებელმა ფრაზამ - თბილისი იქნება NATO-ში - თავისი როლი შეასრულა. ამაში მე ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა ლავროვმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner