logo_geo
eng_logo
ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა
- +

26 ივლისი. 2021. 22:11

 

ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

ლუკაშენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უნდა გაწმინდოს.

 

ბელარუსში 10 ივლისის შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელატიმ ლუკაშენკოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ბელარუსში დაუშვებელი რეპრესიები მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner