„ეს იყო უაღრესად გამჭვირვალე, ღია და საჯარო პროცესი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ საჯაროობა და ღიაობა იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ კომისიის სხდომები გადაიცემოდა „ლაივ“-რეჟიმში, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნებისმიერი მოქალაქეს საშუალება ჰქონდა თვალყური ედევნებინა კომისიის სხდომებისთვის.
მეორე ხაზი იყო - მედიის უპრეცედენტო ჩართულობა და ღიაობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მედიას. მათ ჰქონდათ საშუალება რომ დასწრებოდნენ კომისიის სხდომებს, დაკვირვებოდნენ და გაეკეთებინათ ანალიზი. თავად პროცესი - უბნების შერჩევა და შემდგომ მათი გადათვლა, გახსნა შემოწმება - ესეც იყო უაღრესად გამჭვირვალე და მაღალი ალბათობის ხარისხით გამოვლენილი უბნები რამეთუ დოლურას პრინციპი შემოვიტანეთ, რომელშიც მოვათავსეთ ყველა ის უბანი, სადაც მეტ-ნაკლებად ნეირტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ პრეტენზია გამოთქმული. ამიტომ, მთლიანად, საქართველოს მასშტაბით, რაც კი იყო ყველაზე მეტად ე.წ. პრობლემური უბნები, ამ უბნების განთავსება მოხდა დოლურაში და შემდეგ მოდა შემთხვევითობის პრინციპიდან გამოდმინარე გამოვლენა ამ უბნების. (20 ასეთი უბანი ავიღეთ) და სტატისტიკურად ალბათობის იმ თეორიაში, რომ მოგვცეს მთლიანი სურათი, შეგვექმნას წარმოდგენა, ეს იყო სრულებით საკმარისი. ეს იყო უაღესად გამჭვირვალე, ღია, საჯარო პროცესი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.