"უკვე გამოქვეყნდა კვლევები და არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი, ვაქცინაციას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოეხდინოს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს არის მიზანმიმართული ტყუილი. კორონავირუსი კი, სამწუხაროდ, მულტიორგანულ დაზიანებებს იწვევს და შეიძლება თითქმის ყველა ორგანო დააზიანოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.